უნდა მოეკლათ ცხოველები?

10986844_841544525895389_6435319290158762341_nყველამ კარგად ვიცით, თუ რა მოხდა თბილისში 2 დღის წინ…. წყალდიდობას თორმეტი ადამიანი შეეწირა, დაიღუპნენ ზოოპარკის ცხოველებიც, თუმცა ზოგმა მათგანმა თავს გაქცევით უშველა და ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თბილისი ტროპიკული ტყეა… რას ვგულისხმობთ? ალბათ მარტივად მიგვიხვდებოდით ვინც მოვლენათა განვითარების კუსრსშია, დედაქალაქის ქუჩებში 30-მდე მტაცებელი ცხოველი თავისუფლად დადის (!). ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ეს ცხოველები განსაკუთრებულ საფრთხეს არ წრმოადგენდნენ ქალაქის მოსახლებისთვის, თუმცა მოვა დრო როდესაც ცხოველებს დანაყრება დასჭირდებათ და აქ კი უკვე რეალური საფრთხის წინაშე ვდგებით. ზოოპარკში ცხოველებს სისტემატიურად აჭმევენ, შესაძლებელია სპეციალური წამლების გაკეთებაც, რომლებიც ასე თუ ისე აბრუებენ ცხოველებს, რომ ისინი ნაკლებ აგრესიულნი იყვნენ… ეს ყველაფერი კი თავისუფლად მოსიარულე ცხოველებს არ ექნებათ სანამ ქუჩებში იქნებიან. რაც არ უნდა ვისაუბროთ, თუ რა საყვარელია ლომი ან მგელი, რომელიც ზოოპარკში იყო და არავის არაფერს დაუშავებს, არსებობს ინსტინქტი, რომელიც ცხოველში ადრე თუ გვიან გაიღვიძებს, რასაც შესაძლოა ცხოველთა მხრიდან შეტევა მოჰყვეს დაუცველ მოსახლეობაზე.

კამათი გამოიწვია იმანაც, რომ გაქცეულ ცხოველებს ქართველი სპეცრაზემელები ცეცხლსასროლი იარაღით კლავდნენ… ეს დაუშვებელია კანონის მიხედვით, თუ საქმე არ გვაქვს საგანგებო ვითარებასთან, როდესაც ცხოველები უკონტროლოები ხდებიან, ან  თუ იმ კონკრეტულ მომენტში ცხოველი შეტევაზე  გადმოდის. სპეციალური სამსახურები აცხადებენ, რომ ცხოველთა ლიკვიდაცია მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი რეალურად საფრთხეს წარმოადგენდნენ გარშემომყოფთათვის და სხვა გამოსავლი არ იყო… ჩნდება კითხვა, ხომ არ სებობს სპეციალური საძილე ისრები, რომელთა გასროლის შემდეგ, ცხოველი იძინებს, ამის შემდეგ კი შესაძლებელია  ცხოველის საჭირო ადგილზე გადაყვანა? როგორც ზოოპარკის დირქტორმა განაცხადა , ყველაზე ძლიერი საძილე საშუალებაც კი, 4-5 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას, ამ დროში კი თუ ცხოველი აგრესიულია და მზად არის შეტევა განახორციელოს ადამიანზე, ადამიანის გადარჩენის ალბათობა პრაქტიკულად ნოლის ტოლია და სხვა გზა არ რცება გარდა იარაღისა. მაგრამ  იყო ყველა შემთხვევაში მტაცებელი აგრესიული? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერაც უცნობია და ბევრია გასარკვევი…. გავრცელდა ისეთი ინფორმაციაც, თითქოს არ არსებობდა საჭირო რაოდენობის საძილე საშუალებები და ამიტიმაც გახდა საჭირო მომაკვდინებელი ტყვიის გასროლა…  თუ კი ეს სიმართლეა, ეს მხოლოდ ქვეყნის სისუსტეზე მიუთიტებს და თავის მართლებას ჰგავს, თავს კი ის იმართლებს, ვინც დამნაშავეა. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი ფიიქრობს, რომ ადგილი არ ჰქონია არავითარ თავნებობას და ყველა შემთხვევაში ალბათ საჭირო იყო სახიფათო ცხოველთა ლიკვიდაცია, თუმცა ჩნდება კონტრშეკითხვა … ბევრისთვის ნაცნობი, ზოოპარკის ერთ-ერთი ბინადარი,  თეთრი ვეფხვის ბოკვერი სახელად “შუმბა”, ნამდვილად წარმოადგენდა ისეთ საფრთხეს, რომ საჭირო გახდა მისი მოკვლა? თუმცა არც ეს არის ჯერ დაზუსტებული ფაქტი, ბოკვერი მოკლეს თუ დაიღუპა, რადგან ის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეჩნეული, სპეცრაზელები კი აცხადებენ, რომ მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთი გასროლაც კი არ განუხორციელებიათ.

ერთი სიტყვით რთულია რამის დაზუსტებით თქმა, თუმცა მაინც, საჭიროა მაქსიმალურად შეიკავონ შესაბამისმა სამსახურებმა თავი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისგან. დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ საკითხთრან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს საინტერესო იქნება.

1 thoughts on “უნდა მოეკლათ ცხოველები?

დატოვე კომენტარი