“ივნისის ტრაგედია…”

f24e01cfd1d9ვიწექი ღამით ჩემს საწოლში, 13 ივნისს  და ტელეფონის მეშვეობით ფეისბუქზე ვირთობდი თავს… როგოც იტყვიან “ვსქროლავდი” უაზროდ, იქნებ რამე საინტერესო გამოჩნდეს უკვე დაზეპირებულ პოსტებში, ვფიქრობდი ჩემთვის… ჩამოვდივარ და ვხედავ სურათს, რომელიც ერთ-ერთი გვერდის მიერ იყო გაზიარებული, რომელზეც ეწერა, რომ ვერეს ხეობა დაიტბორა და ყველაფერი წყალს მიჰქონდა. ვიფიქრე ფეისბუქ-გვერდების მორიგი ხრიკია ყურადღების მისაქცევად-მეთქი და ცოტა გაბრაზებულმა გავაგრძელე სხვა პოსტების თვალიერება. დაბლა რომ ჩამოვედი, დავიმახე უკვე სიახლის სახით იდო, ლინკით და წარწერა იგივე ჰქონდა ფაქტობრივად…. ეს უკვე ე.წ. სპამად ჩავთვალე და იმის მიუხედავად რომ დამაინტერესა, არ გადავედი, იმისი შიშით რომ ვირუსი იყო, რომელიც ახლა ასეთი პოპულარულია კიბერსივრცეში. მოკლედ, როდესაც ძილის შეგრძნებამ შემომიტია, გავთიშე ტელეფონი, გადავბრუნდი მეორე გვერდზე და დავიძინე…. დავიძინე და თურმე ვერეს ხეობაში და არამარტო იქ , ადამიანები სიკვდილს ებრძოდნენ… დილით, როდესაც გავიღვიძე და ავდექი, თიტქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, წვიმიანი ღამის შემდეგ, რომელიც როგორც შემდეგ გავიგე ხუთი საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა, მზიანი დილა გათენებულიყო… ვისაუზმე და ტელევიზორი ჩავრთე, აბსოლუტურად ყველა ქართულ არხზე საინფორმაციო გადაცემები მიმდინარეობდა და აი აქ, შემძრა იმ ამბავმა, რაც წინა ღამით სპამი და ლაიქების მოსამატებელი ხრიკი მეგონა… საშინელი სანახავი  და მოსასმენი იყო ის ყოველივე, რაც თბილისში მოხდა….

წვიმამ, რომელიც დაუნდობლად მოდიოდა რამდენიმე სააათს, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა სახლების დიდი ნაწილი, გაანადგურა გზები, პირველი სამი სართული წყალში ჩაეშვა, მანქანები კი c_2585185_1434272785ცურავდნენ…. ზოგიერთი სახურავზეც კი “ავიდა”. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სტიქიას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა…. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულ ოჯახთა წევრებს, ეს ნამდვილად საშინელება იყო!

გარდა იმისა, რომ მსვერპლი მოჰყვა ტრაგედიას, 200-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათი სახლები ან დატბორილია, ან უბრალოდ წყალმა მოწყვიტა საძირკვლიანად და გააქანა მდინარის ფსკერზე… ეს ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ მოვარდილ წყალს, ზოგი ღამის პერანგის ამარა დარჩა, ზოგმა რაღაცის გამოტანა შეძლო… თუმცა ეს მათთვის შვება ნაკლებად თუ იქნება… მათ სახლები დაკარგეს, მთელი შრომა რაც ამდენი წლის განმავლობაში გაწიეს, რომ რაღაც ქონება დაეგროვებინათ, მხატვრული გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით “წყალმა წაიღო”…

ელიზბარაშვილის სახელობის ძაღლთა თავშესაფარშიც შევარდა წყალი. მხოლოდ რამდენიმე ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თავშესაფარი წყალმა წალეკა.

2015061403483320468მოსახლეობაში სრული პანიკაა. ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც გაქცეული ცხოველებია ასახული. როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან მტაცებელი ცხოველები: ლომები, მგლები, აფთრები…. მათი ძებნა აქტიურად მინდინარეობს. ამის გამო ქალაქის მერმა მოსახლეობას ურჩია რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ქალაქში გასვლისგან , რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ. განსაკუთრებით სახიფათოა ამ მხრივ ქალაქის ცენტრალური ქუჩები და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია.   სასიხარულო ფაქტია ის, რომ სტიქიის შემდეგ და მისი მიმდინარეობის დროსაც, სამაშველო სამსახურის გვერდით დადგა მოხალისეთა უზარმაზარი “არმია”, რომლებიც დაუღალავად ცდილობდნენ ქალაქის გადარჩენას . საშინელი ღამის შემდეგ მთელი ქალაქი ჩაერთო გაწმენდით სამუშაოებში და მძიმე ტექნიკასთან ერთად, ასუფთავებდნენ ქალაქს როგორც უბრალო მოქალაქეები, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და სხვა ცნობადი სახეებიც. ბევრი შეიძლება ლაპარაკი იმაზე , თუ რამ გამოიწვია რეალურად ეს ტრაგედია… ბევრის თქმით ყველაფერი ამის ბრალი უმოწყალოდ გაჩეხილი ხეებია, რის შემდეგაც ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც ბიძგი მისცა მდინარე ვერეს, რომ ადიდებულიყო და თიტქოს უწყინარი ვერე, ნამდვილ მკვლელკად იქცა. ბევრიც ვარაუდობს რომ ყველაფერი არასწორი განაშენიანების ბრალია… ჯერ კიდევ 2012 წელს, ვერეს წალეკვის საშიშროებაზე საუბრობდა  არაერთი სპეციალისტი,რომლებიც აღნიშნავდნენ რომ :

“ახალი გზა, რომელიც გაკეთდა ვაკე-საბურთალოზე გმირთა მოედნიდან, იქვეა ვერეს ხეობა და მდინარე , თუ დააკვირდებით, მოქცეულია ერთგვარ სარკოფაგში, ეს კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ერთ მშვენიერ დღეს, მდინარე შეიძლება ადიდდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში.” ….

სამწუხაროდ ეს “მშვენიერი დღეც” დადგა… ვისი ბრალია და რამ გამოიწვია ყოველივე ეს , ამას ამჟამინდელი მეცნიერები და მკლევარები გაარკვევენ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ტრაგედია რომელიც დატრიალდა, მოსალოდნელი იყო უკვე 2012 წლეს….

დატოვე კომენტარი