“ვაკის პარკის ბრძოლა” – იწყება….

რა არის საჭირო, რომ იყიდო უფეას სუპერთასის ბილეთი? 2015 წლამდე, ყველა იტყოდა, რომ კარგი ინტერნეტი და კარგი სერვერის მქონე საიტი, რონელიც უზრუნველყოფდა ბილეთების ონლაინ გაყიდვას. აგერ, სუპერთასი თბილისში ჩატარდება ამ წელს, ბევრისთვის საოცნებო მატჩი 11 აგვისტოს შედგება… მსურველი ბილეთის საკმაოდ ბევრია… იყო მცდელობა, რომ საქართველოშიც ასე გაყიდულიყო ბილეთები ანუ ონლაინ რეჟიმში, რა აღარ სცადეს, თუმცა…

R.I.P. – ანუ მდგომარეობა ქართული “ფეხბურთისა”…

კარგი პერიოდია ერთი შეხედვით ივნისი-ივლისი-აგვისტო, გარდა იმისა რომ ბევრგან არდადეგები იწყება და შვებულებების პერიოდია, ფეხბურთის გულშემატკივრს , ამ შემთხვევაში ქართველ “ფანობას” კი იმიტომ უყვარს დროის ეს მონაკვეთი, რომ ქართულს ფეხბურთს ასე თუ ისე ევროპულ ფეხბურთთან “გახახუნება” უწევს. სამწუხაროდ, მეორე მხარეც არის ამაში, ოღონდ უარყოფითი… ხშირად გახახუნება გახახუნებათვე რჩება და არაუმეტეს. ყველა ქართველი გულშემატკივრის აუხდენელი ოცნებაა,…

“მსურველია ორასი, ბილეთი არ არი….”

ბოლო კვირაა, აქტუალურად მიმოიხილავენ , თუ რა დაემართა საიტს, კერძოდ კი BILETEBI.GE-ს, რომელსაც უეფა სუეპერთასის ბილეთები უნდა გაეყიდა? როგორც აღმოჩნდა, სერვერმა ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო, რომელიც საიტს “დააწვა” რის შემდეგაც ვებ-გვერდს არც აცია არც აცხელა, მაშინვე გაითიშა… ცოტა არ იყოს, ხალხი აღელდა, ვაი თუ ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშს ვერ ვნახავთო და ატყდა ერთი ამბავი, განსაკუთრებით…

“ზოგი ჭირი მარგებელია?!”

ქართულ მეტყველებაში უამრავი ანდაზა არსებობს, რომელსაც გონებამახვილი ადამიანი საკუთარი სათქმელისთვის მეტი სილამაზის მისაცემად, მას ადეკვატურად იყენებს  საჭირო დროს, საჭირო კონტექსტში. ალბათ კითხულობთ და ფიქრობთ, რა დროს ანდაზებია, როდესაც ქალაქში ასეთი ამბები ხდება, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ “ანეგდოტების მოყვარული”, ახლა უკვე ანდაზებს “დაესხა თავს”… ვისზეა საუბარი? პარტია “ქართული ოცნების” (ალბათ) ყოფილ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე. დღეს, ბატონი…

მესამე დღეა და უკვე ხელს იშვერენ….

13 ივნისის ტრაგედიიდან სამი დღეა გასული და თბილისი ჯერაც იმკის სტიქიის შედეგებს. ქალაქი ჯერჯერობით არ გამოსულა იმ შოკიდან რაც განიცადა და ერთგვარ რეაბილიტაციის პროცესს გადის. თითქოს მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყო იმ ვითარების გამოსწორება, რაც ქალაქშია, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ უსახლკაროები დააბინავონ, მისცენ შესაბამისი დახმარება, დაეხმარონ ნებისმოიერს, ვინც ამ ტრაგედიის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი მიიღო. რეალურად ასე…

დღეს წვიმას ელიან…. გმირთა მოედანს ცლიან

სიტყვა წვიმა დარწმუნებული ვარ დღეს საქართველოში უკვე ბევრს არ უყვარს… კოკისპირული კი განსაკუთრებით შიშისმომგვრელია ბევრისთვის.14 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ თბილისში სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვიან. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, აბინავებენ უსახლკაროებს, იწმინდება ქუჩები. მთელი ქალაქია ფეხზე, თუმცა რამდენიმე ხნის წინ შსს-მ და სხვა უწყებებმა ბრძანება გასცეს, რომ გმირთა მოედანზე და აგრეთვე სხვა ტერიტორიებზე მომუშავე მოხალისეები…

წაგებულის მენტალიტეტი

ფეხბურთი… ნამდვილად გამორჩეული სპორტი, მილიონობით ქომაგი და საოცარი აჟიოტაჟი! ეს არის სპორტი რომელიც ყველაზე პოპულარულია პლანეტაზე! შესაძლოა ეს სახეობა არამხოლოდ დედამიწაზე , არამედ სხვა გალაქტიკებშიც არის, თუმცა ჩვენ ეს არ ვიცით, გამორიცხული არაფერია. ისევე როგორც ბევრ ქვეყანაშიც, საქართველოშიც ფეხბურთია ყველაზე ყურებადი სპორტი, სხვებისგან არაფრთ გამოვირჩევით და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვუყურებთ საფეხბურთო მატჩებს, თუმცა პრობლემა ის…

ქართული სირცხვილი

თბილისის ტრაგიკულ ღამეს, აურაცხელი რამ მოხდა. ამბობენ რომ ტრაგედიის საღამოს, სწრაფი კვების კომპანიებმა ” “Wendys” და “Smart” ისეთი რამ ჩაიდინეს, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს სირცხვილი…. როგორც წერენ, იმ საღამოს როდესაც თბილისში გაწვიმდა, ეს კი დაახლოებით ღამის 9-10 საათი იყო, მომხმარებლები რომლებიც ამ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, გარეთ გამოყარეს. “ვენდის” თანამშრომლებმა , მას შემდეგ რაც წვიმა ძლიერდებოდა,…

თბილისში 100-ზე მეტ ქუჩას ამ ღამით დენი გაეთიშება

თბილისში მომხდარი სტიქიის გამო დაზიანდა “თბილთეცის” მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობას. “თელასის” ინფორმაციით, ამ დროისათვის მთლიანად აღდგენილია გადამცემი ხაზი “ვერა-1” და მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, მაგრამ “ვერა 2”-ის აღდგენის მიზნით, სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისათვის, აუცილებელია მისი დროებითი გათიშვა, რის გამოც დღეს ღამით, 16 ივნისის 01:00 საათიდან…

კოლაფსის წინაშე

რა არის კოლაფსი? ქვეყნის ეკონომიკაში ან სოციალურ ცხოვრებაში მძიმე კრიზისი, რომელსაც ახასიათებს წარმოების დაცემა, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საგზაო კოლაფსზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქს ემუქრება! ყველასთვის კარგად ცნობილი სტიქიის გამო, რამდენიმე ცენტრალური გზა განადგურებულია.15 ივნისი თბილისში უქმე დღედ გამოცხადდა, თუმცა ავტომობილების გადაადგილება მაინც გართულდა. დღეს საცობები იყო არა…